გილიერმო დელ ტორო დააბრუნებს ეკრანებზე ვან ჰელსინგს
გილიერმო დელ ტოროს პროდიუსერულმა კომპანიამ Universal –თან ერთად დაიწყო
მუშაობა ახალ ფილმზე ვან ჰენსელგის შესახებ, გვაცნობებს საინფორმაციო
რესურსი Pajiba. სცენარის პირველი ვარიანტი დაწერა თავად ტორომ. ახალი
ფილმი არ იქნება 2004 წლის ფილმის გაგრძელება ან რემეიქი – სურათის
სიუჟეტი დაფუძნებული იქნება ბრემ სტოკერის ორიგინალურ ნაწარმოებზე.
ამჟამად ტორო სცენარისტის ძიებითაა დაკავებული, რომელიც დაამუშავებდა
გამზადებულ ვარიანტს. გამომცემლობა Pajiba აღნიშNავს, რომ ტოროს
მონაწილეობა პროექტში განისაზღვრება პროდიუსირებით და სცენარის დაწერით.
საქმე იმაშია, რომ რეჟისორს ამჟამად უამრავი პროექტი აკისრია.
გაგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გილიერმო დელ ტორომ უარი თქვა 'ჰობიტის'
გადაღებაზე.
2010 - ALL RIGHT RESERVED
POWERED BY DOWN.GE GROUP